saqarTvelos daculi teritoriebi - aRkveTili
აღკვეთილი – დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. შეესაბამება IUCN-ის IV კატეგორიას.
აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.
აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.
აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.
საქართველოში 2010 წლის მონაცემებით საქართველოში 19 აღკვეთილია:
აჯამეთის აღკვეთილი
გარდაბნის აღკვეთილი
ილტოს აღკვეთილი
ივრის აღკვეთილი
კაცობურის აღკვეთილი
ლაგოდეხის აღკვეთილი
ნეძვის აღკვეთილი
ქობულეთის აღკვეთილი
ყორუღის აღკვეთილი
ჭაჭუნის აღკვეთილი
ხანჩალის ტბის აღკვეთილი
ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი
კარწახის ჭაობის აღკვეთილი
სულდის ჭაობის აღკვეთილი
მადათაფის ტბის აღკვეთილი
ასას აღკვეთილი
თეთრობის აღკვეთილი
ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი
სათაფლიას აღკვეთილი